საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე და თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტი იყო. ირაკლი შოთაძემ და მიხეილ შაყულაშვილმა ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. კერძოდ,ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, თბილისის პროკურატურაში პოლიციის ცალკეული თანაშრომლების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ემუხლის მესამე ნაწილითკვალიფიცირდება. ამ ეტაპზე დაკითხულია დაზარალებული და სხვა პირები მათშორის პოლიციის თანამშრომლები, დანიშნულია საჭირო ექსპერტიზები. მთავარ პროკურატურაში ადვოკატებს განუცხადეს, რომ გამოძიება სწრაფად და ეფექტურტად მიმდინარეობს და დანაშაულში მონაწილე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.